თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა – არტისტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მისი გარდაცვალების შესახებ ბოლო პერიოდში ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმშიც. 2014 წელს კი ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები