„თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო” – ვინ იყო ამ სიტყვების ავტორი ჰუგო გუპერტი

“თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგის-ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები.

თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები, სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე”, – ამ სიტყვების ავტორია ჰუგო გუპერტი.

12398991_441274489401275_1490899290_n

ჰუგო გუპერტი ავსტრიელი პოეტი და მთარგმნელი იყო, რომელიც პოლონეთში დაიბადა. იგი სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1949-1954 წლებში კი, პერიოდულად თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში პირველივე ჩამოსვლისას დაიწყო მზადება “ვეფხისტყაოსნის” სათარგმნელად. 1954 წელს დაასრულა პოემის გერმანული თარგმანი, რომელიც პირველად, 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით “რუსთაველი და მისი პოემა” (ს. ქობულაძის ილუსტრაციებით), მეორედ – 1970 წელს, მესამედ – 1980 წელს და მეოთხედ – 1982 წელს გამოვიდა.

1956 წლიდან ჰუგო ჰუპერტი ვენაში ცხოვრობდა. გერმანულ ჟურნალ “ველტბიუნეში” აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს – “რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი” (1956), “ღირსპატივსაცემი თბილისი” (1959), რომლებიც შემდეგ ჰუგო ჰუპერტის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში – “წუთები და მომენტები” (1978, გერმანია) შევიდა.

სხვადასხვა ქალაქში კითხულობდა ლექციებს საერთო სახელწოდებით: “საქართველო – კალიფორნია შავი ზღვის პირას”. უკანასკნელად ჰუპერტი საქართველოში 1966 წელს, რუსთაველის საიუბილეო ზეიმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

ჰუგო ჰუპერტის შემოქმედებაში საქართველოს თემა მნიშვნელოვანია. თბილისი კი, მისთვის ევროპის მთავარი ციხესიმაგრე იყო, რომელიც ევროპას მუსულმანიზაციისგან იცავდა. ჰუგო ჰუპერტი ავსტრიაში, ვენაში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები