თბილისის მეტროს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია – როგორ დაარსდა მეტროპოლიტენი?

თბილისის მეტროს ნახევარი საუკუნე შეუსრულდა. უკვე 50 წელია, რაც მიწისქვეშა ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება და, ასე თუ ისე, ადამიანების დროსა და ფინანსებს უფრთხილდება.
მეტროპოლიტენის ისტორია საკმაოდ სანიტერესოა, ამავდროულად – პატივსაცემი და დასაფასებელიც. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, როგორ და როდის დაარსდა ჩვენს ქალაქში მეტრო.12625604_1026802177385663_1113695841_n
ჯერ კიდევ 1951 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა. იდეის დაბადებიდან მის სისრულეში მოყვანას 15 წელი დასჭირდა. სამშენებლო სამუშაობს ინჟინერი შალვა დანელია ხელმძღვანელობდა. 1952 წლის იანვარში „მეტრომშენის“ სამმართველო ჩამოყალიბდა, ხოლო1953 წელს პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება დაიწყო.
1957 წელს მეტროს მშენებლობა, სამწუხაროდ, შეჩერდა და მის ნაცვლად სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების აგებაზე დაიწყეს მუშაობა. 1959 წელს ისევ განახლდა მეტროს მშენებლობა. 1962 წელს მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია შეიქმნა, 1965 წელს – მისივე სამმართველო. თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიწისქვეშა ტრანსპორტი მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით.12607223_1026802240718990_1581091875_n
თავდაპირველად მეტროპოლიტენი ხუთ სადგურს მოიცავდა („დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ვაგზლის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“). საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად, სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. დროთა განმავლობაში მეტროს სადგურების რაოდენობა იზრდებოდა. 1979 წელს გაიხსნა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი, რომელმაც „სადგურის მოედანი“ საბურთალოს რაიონს დააკავშირა. 1989 წლიდან კი მოსახლეობას შეეძლო მეტროსადგურებით – „სარაჯიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“ – ესარგებლა. ბოლოს, 2000 წლის აპრილში, მეტროს სადგური „გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა“ დაემატა.
მეტროპოლიტენის ამოქმედება, მართლაც, მნიშნველოვანი მოვლენა იყო არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციისათვის, არამედ მისი მოსახელობისათვის. ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა, ვასო გოძიაშვილმა დედაქალაქის მეტროს დაარსება ასე შეაფასა: “მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა”.
დღევანდელ თბილისშიც, ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში გადასაადგილებლად, ყველაზე ნაკლები დრო მიწისქვეშა მატარებელს სჭირდება.
ამჟამად, თბილისის მეტროში 22 სადგურია განლაგებული ორ ხაზზე: – დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზებზე. ხაზების საერთო სიგრძეა კი 26,4 კმ-ია. 12626192_1026802220718992_327727706_n
ტრანსპორტირებისთვის, როგორც ძველი, “ე” ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპის: „81-717/714“ ვაგონები გამოიყენება, მათი საერთო რაოდენობა კი 186-ს შეადგენს. თავად მატარებლებს ორი დეპო ემსახურება, „ელექტროდეპო“ და „გლდანის დეპო“. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს სადგურების უმეტესობა რესტავრირებულია. სისტემას სამომავლოდაც განვითარების მასშტაბური გეგმები აქვს. მათ შორისაა მესამე ხაზის დამატებაც, რომელიც ვაკის რაიონს მოიცავს. ჩვენს ერთგულ მიწისქვეშა თანამგზავრს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მიჰყავს დანიშნულების ადგილზე. მაგალითად, 2005 წელს მეტროპოლიტენი 105,6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს იმის მანიშნელებელიცაა, რომ მოსახლეობასაც უყვარს მეტროთი მგზავრობა. ადამიანებმაც კარგად იციან, რომ ძვირფას დროს და ასევე „ჯიბეს“ მოფრთხილება სჭირდება. გარდა ამისა, ბევრისთვის მიწისქვეშა მატარებლით მგზავრობა სიამოვნებაც კია; ზოგისთვის რომანტიკულია, ვიღაცისთვის ჰაერის სურნელია საამური, ზოგიერთისთვის კი – ლიანდაგებზე მატარებლის გუგუნი (რომელსაც ქალაქში მიწის ზემოთ ვერ მოვისმენთ).

   12607223_1026802240718990_1581091875_n 12626192_1026802220718992_327727706_n 12648027_1026802164052331_1036263905_n

კომენტარები

სხვა სიახლეები