თბილისის ზოოპარკს კვირის ბოლომდე ახალი ფრინველები და ცხოველები შეემატება

რიგის ზოოპარკისგან თბილისის ზოოპარკი მიმდინარე კვირას საჩუქარს ელის. რიგიდან დიდი თუთიყუშის სახეობას, ორ არარას 19 მარტს ჩამოაფრენენ. რაც შეეხება ცხოველებს, 3 ალპაკას, 1 აქლემს და 1 აზავერს, ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 მარტს ბათუმში, გემით შემოიყვანენ. ცხოველების ტრანსპორტირების ხარჯებისთვის რიგამ 15 000 ევრო გამოყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები