თბილისის ზოოპარკის ბინადრის ისტორია, რომელიც ტიტველი მუშა ეგონათ

ეს უცნაური ცხოველი მილკბილაა და ის თბილისის ზოოპარკის ბინადარია. ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს:
„დღეს ჩვენი ჩაკურატებული მილკბილა მოვინახულეთ და სასაცილო ამბავი გაგვახსენდა, რომელიც ჩვენი გვერდის მეგობარმა გვიამბო ერთხელ. მოგიყვებით თქვენც:
“პირველად რომ მილკბილას ვოლიერთან მივედით რემონტი იყო. იქვე ეყარა ნიჩბები, სილა და სხვა სამშენებლო მასალები… შენობაში რომ შევიხედეთ არ ვიცოდით, რომელი ცხოველი ცხოვრობდა და შუშის მიღმა, მძინარე მილკბილა მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებული მძინარე ტიტველი მუშა გვეგონაო” დღემდე, რამდენჯერაც შევხედავთ, იმდენჯერ მძინარე ტიტველი მუშის ამბავი გვახსენდება… ალბათ აწი თქვენც ასე იქნებით“.

კომენტარები

სხვა სიახლეები