ანგარიშსწორება საკუთარ თავთან – ჩემმა მულიშვილმა თავი მოიკლა…

რამდენი ხანია მინდოდა მომეწერა – ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი დაგვემართა და მთელი დღეები ვტირი და განვიცდი… ჩემმა მულიშვილმა თავი მოიკლა…
მომრავლდა სუიციდის შემთხვევა საქართველოში  და კარგი იქნება, ამ თემაზე ხშირად რომ დაწეროთ – იქნებ ერთმანეთის ამბის გაგებამ გამოსავალი აპოვნინოთ…
ჩემი ლამაზი გოგო მხოლოდ 27 წლის იყო, ძალიან თბილი და საყვარელი გოგონა. ისე წავიდა, რომ არაფერი დაგვიტოვა ხელჩასაჭიდი. თითქმის ჩემი გაზრდილი იყო, კარგ ოჯახში მეგონა და თურმე ძალიან ცუდ დღეში აყენებდნენ, რადგან ფული არ ჰქონდათ ამ გოგონას მშობლებს. მას მათხოვრის შვილს ეძახდნენ თურმე და ადამიანად არ თვლიდნენ. ითმინა, ითმინა 8 წელი და მეტს ვეღარ გაუძლო. არადა, ერთი სიტყვა რომ წამოცდენოდა, საბერძნეთში წამოვიყვანდი და ვუპატრონებდი…
ქმარი ფიზიკურად ძალიან შეუხედავი იყო. მოტყუებით წაიყვანეს და ფოტოები რომ გამომიგზავნეს, სულ ვტიროდი… ჩემი ბერძენი მარო მეუბნებოდა, კაცი საჭირო არ არის, ლამაზი იყოს, მთავარია, კაცი იყოსო… სამწუხაროდ, კაცადაც არ გამოდგა. 13 წლით უფროსი იყო. მაშინ აქ რომ ვყოფილიყავი, არ დავუტოვებდი, მაშინვე დავაცილებდი, მაგრამ ახლა დროს ვეღარ დავაბრუნებთ უკან. ის რომ არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია, მკლავს. ძალიან მინდოდა ეს ამბავი ვინმესთვის გამეზიარებინა და მეთქვა, რომ ჩვენ ახლობლებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. პატივისცემით, მაგული.

 

წყარო: www.gzapress.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები