თათია სამხარაძე ტელევიზიას დაუბრუნდა

თათია სამხარაძე ტელევიზიას დაუბრუნდა. ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალ გადაცემაში, რომელიც შაბათ-კვირას დილის 10:15 საათზე დაიწყება, მან თანაწამყვანის ამპლუა მოირგო. გადაცემა ეთერში დღეს პირველად გავიდა.
მაყურებლის დილის განწყობაზე „მაესტროს“ სახეებთან – თაკო კორინთელთან და სანდრო კაჭახიძესთან ერთად, თათია სამხარაძე და ნინუცა მაყაშვილიც იზრუნებენ.
„ძალიან მიხარია ტელე-ეკრანზე დაბრუნება. ვიმედოვნებ, რომ დიდხანს და კიდევ უფრო წარმატებულად გავართმევ თავს ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს და უფრო მეტ ახალ პროექტში დავსაქმდები. თქვენს მკითხველს კი ვულოცავ დამდეგ ახალ წელს“, – აღნიშნა „კვირა +“-თან საუბრისას თათია სამხარაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები