“თავისუფლებაა მგლის მოტივაცია, ხოლო მაიმუნის მოტივაცია – სიხარბე” – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ამონარიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან:

„მგელს, როცა ხაფანგში იჭერენ ფეხს იღრღნის და თავისუფლდება.

როგორ იჭერენ მაიმუნს? – გოგრაში ჩაუყრიან ბრინჯს, სადაც წვრილი თათი ჩაეტევა, ბრინჯს აიღებს, მუჭას შეკრავს და ვეღარ გამოდის. მაიმუნი საშინელ დღეშია, აწყდება აქეთ-იქით, გოგრა მიბმულია ხეზე და თათს არ ხსნის, რომ ბრინჯი დაყაროს და გაიქცეს… ესეც სახისმეტყველებაა ღმერთისაგან მოცემული…

მოტივაცია აქვთ სხვადასხვა; მგლის მოტივაცია რა არის? – თავისუფლებაა მისი მოტივაცია, ხოლო მაიმუნის მოტივაცია – სიხარბე, რომ ის რაღაც არ დათმოს, ამიტომ ისე ძლიერია ეს მოტივაცია, რომ თავისუფლებას სწირავს;

ხოლო მგლისათვის ისე ძლიერია თავისუფლების მოტივაცია, რომ ფეხს იღრღნის და ხეიბარი რჩება.

შემდეგ შეიძლება ვეღარც ინადიროს და მშიერიც კი მოკვდეს, მაგრამ მისთვის თავისუფლებაა მთავარი!“

კომენტარები

სხვა სიახლეები