ზურაბ რთველიაშვილს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

ზურაბ რთველიაშვილს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ პოეტის მეუღლე, ნინო ამირეჯიბი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ახალი ეტაპი გადავიარეთ! ზურამ გაიგო, რომ მძიმე ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! ყველაზე მეტად ეს დღეები ამ დღის მეშინოდა! რა კითხვებს დასვამდა, რა რეაქცია ექნებოდა… როგორ უნდა გაგვესწორებინა თვალი რეალობისთვის! იტირა, ღმერთო, რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი… 4 დღის დაგროვილი სევდა და ტკივილი თვალებიდან წამსკდა. ხელები ჩავჭიდეთ და ერთად ვიტირეთ, დავიცალეთ ამ დღეებში დაგროვებული უარყოფითი ენერგიისგან. მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!!! მე ვუპასუხე – ეს შენზეა დამოკიდებული-თქო! ჰოდა, ვიბრძოლებო!!! შენ იყავი მაგრადო… ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!!! ხალხო, თქვენ არ იცით, რამხელა ძალა ხართ ჩვენთვის!!!”, – წერს ნინო ამირეჯიბი.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოეტი თრომბის დიაგნოზით “ავერსის კლინიკაში” გადაიყვანეს. პუბლიცისტმა და მწერალმა თეა წულუკიანს ხელოვანის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები