ზაზა ხუციშვილი ნიკა კოჩაროვზე: ნიკუშას მუსიკა ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე მთელი „ევროვიზია“

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი „ევროვიზიის“ კონკურსს ეხმაურება. „არტიომ ტროიცკის კომენტარი ვნახე. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი ძველი კომენტარები რომ შევკრიბოთ, იგივეს მივიღებთ. ნიკუშას მუსიკა ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე მთელი „ევროვიზია“,მაგრამ ტროიცკიც და მეც დიდ უმცირესობაში ვართ!“, – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი.
ხუციშვილის თქმით, „ევროვიზიაზე“ კონკურსანტმა რომ მაღალი ადგილი აიღოს, საჭიროა:
1.სიმღერას ჰქონდეს მელოდიური, კარგი მისამღერი; 2. ტექსტში უნდა იყოს საერთაშორისო გზავნილი; 3. შემსრულებელი უნდა იყოს კარგი მომღერალი; 4. სასურველია, იყოს მომხიბვლელი; 5. პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა.
„საკამათოა ენის საკითხი. ჩემი არჩევანი “ვაკის პარკის” სიმღერებში ჩანს, თუმცა ფესტივალზე შინაარსი დაიკარგება,რაზეც ტროიცკიც ამბობს, რომ უკრაინულის გარდა, ვერცერთი ტექსტიდან აზრი ვერ გამოიტანა. ერთი ქვეყნის სახელით გამოსული მეორე ქვეყნის მოქალაქე მესამე ქვეყნის სიმღერით მეოთხე ქვეყნის ტექსტზე ხომ საერთოდ გაუგებარია და კითხვას გვიტოვებს, თუ ვინ გაიმარჯვა? მგონი, დროა, ჩამოვყალიბდეთ, თუ რას ველით ამ ფესტივალისგან!“ – აღნიშნავს ხუციშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები