„ვისწავლე, როგორ მიყვარდეს ისე, თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი დღეა“ – ჯონ ტრავოლტას წერილი გარდაცვლილ შვილზე

მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ გარდაცვლილ შვილზე ფეისბუქის პირად გვერდზე ამაღელვებელი წერილი გამოაქვეყნა.

„ამბობენ, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, ეს მისი მშობლების გარდაცვალებაა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ყველაზე ძნელი და აუტანელი, რაც შეიძლება ადამიანს ამ ცხოვრებაში დაემართოს, ეს ბავშვის გარდაცვალებაა. იმ ბავშვისა, ვინც გაზარდე, ვისაც უვლიდი, ყოველდღე შენს სიყვარულს ჩუქნიდი.
ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერი იყო. ის 16 წელი, რაც ერთად ვიყავით, მან მე მასწავლა უპირობო სიყვარული. ბავშვებო, გაატარეთ დრო თქვენს მშობლებთან ერთად. მშობლებო, გაატარეთ დრო თქვენს ბავშვებთან ერთად. ერთ დღეს, როდესაც თავს აწევთ თქვენი ტელეფონებიდან და მიმოიხედავთ, ისინი შეიძლება უკვე გვერდით აღარ გყავდეთ. მე ვისწავლე, როგორ მიყვარდეს ისე, თითქოს ეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღეა“,- წერს ჯონ ტრავოლტა.
2 იანვარს 7 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჯონ ტრავოლტას უფროსი შვილი ჯეტა ტრავოლტა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ბაჰამის კონძულებზე, ტრავოლტას სახლში მოხდა. აბაზანაში ყოფნისას ტრავოლტას შვილს ეპილეფსიური შეტევა დაემართა, რამაც „კავასაკის სინდრომი“ გამოიწვია და მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

12575823_1112382795473230_1509227565_n

კომენტარები

სხვა სიახლეები