ვინ არის შოთა რუსთაველის ინგლისელი ორეული და თავად რას ფიქრობს ქართველ პოეტთან მსგავსებაზე (ფოტოკოლაჟი)

ინტერნეტსივრცე ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ლონდონელი ორეულის ფოტოებმა მოიცვა. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცი მოდელი რიჩარდ ბიედულია. როგორც ჩანს, მსგავსების შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ფოტო თავად მოდელმაც ნახა და ამის შესახებ კომენტარი ტვიტერისა და ფესბუქის ოფიციალურ გვერდებზე გააკეთა.
„ქართველი შოთა რუსთაველი და მე ნამდვილად განვსხვავდებით დაბადების თარიღით. დაახლოებით 800 წლით მაინც. არა მგონია, მე ასე რუხად გამოვიყურებოდე“,- წერს რიჩარდ ბიედული.
რიჩარდი garconjon.com- თან საუბრისას თავის ბავშვობას იხსენებს. როგორც აღმოჩნდა, მოდელის დედას სურდა, რიჩარდი როკერი გამხდარიყო. რიჩარდმა რადიკალურად განსხვავებული პროფესია აირჩია და სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულზე ჩააბარა. იურიდიულზე ჩაბარების მიუხედავად, სამართალი მისი მოწოდება სულაც არ აღმოჩნდა, ბიედულმა სწავლა მიატოვა და მოდელის კარიერას მიჰყო ხელი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, 1, 88 მეტრის მოდელი ბავშვობაში იმდენად დაბალი იყო, ზრდის დამაჩქარებელ წამლებს ასმევდნენ. მიუხედავად პროფესიული წარმატების და მანდილოსნების დიდი ყურადღებისა, მოდელი დაოჯახებული არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები