ვინ არის პუტინის ახალი ქალი – რუსეთის პრეზიდენტმა რომანი მოკრივესთან გააბა (ვიდეო+ფოტო)

„მის კუვალდა!“ (ურო)  – სექსუალური მოკრივე, რომელიც რინგზე დაუნდობელი ორთაბრძოლების გარდა, მამაკაცთა ეროტიკული ჟურნალებისთვისაც პოზირებს. რუსეთის პრეზიდენტის მორიგი ფავორიტი ქალი, კრივში მსოფლიო ჩემპიონი ნატალია რაგოზინაა. სკანდალურ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

Âëàäèìèð Ïóòèí è Íàòàëüÿ Ðàãîçèíà.

გარდა ამისა, ბლოგერები აქტიურად წერენ იმის შესახებაც, რომ პუტინის პირად ასპარეზზე ახალი სპორტსმენი ქალის გამოჩენის შემდეგ, პრეზიდენტის საყვარელი ალინა კაბაევა არეალიდან სრულიად გაქრა.

პუტინის ახალ ფავორიტზე პრესიდან ყურადღება პირველმა, ამერიკულმა გამოცემა The Daily Beast -მა გაამახვილა. გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის რჩეული კრივის მსოფლიო ჩემპიონატის  აბსოლუტური ჩემპიონია, რომელსაც  „კუვალდას“ (ურო) და „ადამიანი დარტყმა“  (Человек Удар) მეტსახელებით იცნობენ. გამოცემის ინფორმაციით, ხმები მათი რომანის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც კრემლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა,  სოჭში მიმდინარე  სამბოს პროფესიონალური ორთაბრძოლის ტურნირის ფოტოები გაავრცელა.  ტურნირზე ვლადიმერ პუტინს, გვერდს ეფექტური ქერათმიანი სპორტსმენი უმშვენებდა.

0-3

დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ ალინა კაბაევას დიდი ხნის მეგობარი  ნატალია როგოზინა, არაერთხელ გამოჩნდა სპორტულ ღონისძიებებზე  ქვეყნის პირველ პირთან ერთად. ის პუტინის გარემოცვაში ჯერ კიდევ 2011 წელს დააფიქსირეს, როდესაც ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ მოსკოვის სპორტ-კომპლექს „ოლიმპიისკიში“, სადაც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მაშინ  ერთმანეთს  რინგზე რუსი მოკრივე ფიოდორ ემელიანენკო და ამერიკელი ჯეფ მონსონი დაუპირისპირდნენ.

39 წლის როგოზინა წარმოშობით ყაზახეთიდანაა. დაიბადა 1976 წლის 5 აპრილს აბაიში, ყაზახეთის კარაგანდინსკაიას ოლქში. ამჟამად ის მოსკოვში ცხოვრობს. სიმაღლეში 181 სანტიმეტრია. 17 წლის ასაკში როგოზინამ მისი პირველი ტურნირი მოიგო კიკბოქსინგში. 1998 წელს ცნობილი სპორტული მენეჯერის – მარკ მელცერის მიწვევით, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. პროფესიონალური კარიერა მან 2004 წლის 17 ივლისს დაიწყო, როდესაც პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. გამართულ 22 ორთაბრძოლაში მან 22-ვე მოიგო, მათგან 13 ნოკაუტით დაასრულა. რუსი სპორტსმენი კრივში WIBF-ის, WBA და GBU ვერსიით იბრძვის.

ნატალია როგოზინა ქალთა კრივში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის ორგზის და რუსეთის ხუთგზის ჩემპიონი კრივში. ასევე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, აზიის ჩემპიონი  და რუსეთის ხუთგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში. რუსეთში ის არის კიკბოქსინგში დამსახურებული ოსტატის ტიტულის პირველი მფლობელი (1998 წელი). შესულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში. ყველა ჩამოთვლილ ტიტულს, ამჯერად უკვე ახალი რეგალიაც შეემატება – პრეზიდენტის საყვარელი ქალი!

0-2 0-4 0-5 0-6 Голая Наталья Рогозина 0-8 0-9 0-10 1 2 3 4 Prime Minister Vladimir Putin attends M-1 Global mixed-fight show between Russian heavyweight fighter Fedor Emelianenko and US Jeff Monson in Moscow 6 7 8 Владимир Путин и Наталья Рагозина. 10 11 12 13 14 15 16 17

https://www.youtube.com/watch?v=aI9xxn4WKvQ

კომენტარები

სხვა სიახლეები