ვინ არის ერმილე, რომელსაც ემზარ კვიციანმა შემთხვევით ჩართული “ფეისბუქლაივიდან” მიმართა და რა მისწერა მან კვიციანს

დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ სოციალურ ქსელში შემთხვევით ჩართული ფეისბუქლაივიდან თითქმის ორი კვირა გავიდა, თუმცა – ვიდეო აქტუალობას არ კარგავს. ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა. ვიდეოში ემზარ კვიციანი ვინმე ერმილეს მიმართავს კითხვით – ესმის, თუ არა მისი ხმა.
“კვირა + დაინტერესდა”, ვინ არის ერმილე და რატომ დაუსვა დეპუტატმა მას აღნიშნული კითხვა. როგორც ირკვევა, მამაკაცი, რომელსაც კვიციანმა კითხვა დაუსვა, მისი ახლობელი, ერმილე ნემსაძეა. ის “კვირა +”თან სახალისო შემთხვევის დეტალებს იხსენებს. “როდესაც ემზარმა “ფეისბუქლაივი” ჩართო, მობილურ ტელეფონზე ვსაუბრობდი. უბრალოდ, შეტყობინება მომივიდა, რომ ემზარი პირდაპირ ეთერში იყო; თუმცა, ვიდეო არ გამიხსნია და ლაპარაკი განვაგრძე. დაახლოებით, რვა წუთის შემდეგ დავასრულე მობილურით საუბარი და ემზარის “ფეისბუქჩართვა” ვნახე. როცა დავაკვირდი, როგორ მდგომარეობაში იყო, “ლაივზე” სვანურად დავუწერე კომენტარი – რას შვრები გაცივდი -მეთქი? და ამ დროს მკითხა – პირდაპირ ეთერში ვარ, ბიჭოო? მერე ისიც მკითხა – ერმილე, გესმის ჩემიო? მე კიდევ მივწერე – კი, პირდაპირ ეთერში ხარ-მეთქი? ეს იყო და ეს. შემდეგ, ეს ვიდეო საყოველთაო მხიარულების საგანი გახდა”, – ამბობს ერმილე ნემსაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები