ვინ არის ედუარდ სააკაშვილის რჩეული – ფოტო მიხეილ სააკაშვილის ვაჟის ქორწილიდან(ფოტო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი მისი უფროსი ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის ქორწილის ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში შესაბამის პოსტს წერს.

„გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის, ედვარდის ქორწილში… ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის “National Public Radio”-სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის(პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე, ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს..

როგორ ჩქარა მიქრის დრო…თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ, 1993 წელს)“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები