“ვაჟიშვილობა მდედრ უცხოპლანეტელთან დავკარგე” – მამაკაცი პირველი სექსის სცენებს ხატავს (ფოტოკოლაჟი)

ქალწულობის დაკარგვა ადამიანთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ამბავია. 74 წლის დევიდ ჰუგენსი ამბობს, რომ მან ვაჟიშვილობა 17 წლის ასაკში უცხოპლანეტელთან დაკარგა.
“17 წლის ვიყავი, როდესაც ვაჟიშვილობა მდედრ უცხოპლანეტელთან დავკარგე” ,- ამბობს ჰუგენსი.
​1961 წელს ჰუგენსი მშობლების ფერმაში, ჯორჯიაში ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ უცხოპლანეტელები მანამდეც უნახავს, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი განსხვავებულად იყო. ტყეში მიდიოდა როცა მდედრი უცხოპლანეტელი შეხვდა.
“ვფიქრობდი, რომ ჩემი ვაჟიშვილობის დაკარგვა სხვანაირად მოხდებოდა, ფორდის უკანა სავარძელზე ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ასე არ მოხდა”, – ამბობს ჰუგინსი.
მისივე თქმით, მისი ურთიერთობა უცხოპლანეტელებთან ამ ერთი შემთხვევით არ შემოფარგლულა და გარკვეული პერიოდი რომანტიკული კავშირი ჰქონდა მათთან.
“ჩვენი ურთიერთობა თბილი და მეგობრული იყო, მაგრამ ცოტა უცნაური. როცა ვამბობ, რომ ცოტა, ვგულისხმობ ძალიან უცნაური, რადგან ის ჩემი მეგობარი გოგონა იყო”, – ყვება დევიდ ჰუგინსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები