ვალერი ხაბურძანიას ტყუპებს მართვის მოწმობას მამის თანხმობით მისცემენ





   საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის არასრულწლოვანი შვილები მართვის მოწმობას მამის თანხმობით მიიღებენ,- ამის შესახებ ვალერი ხაბურძანიამ „კვირა +“-ს განუცხადა.
ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 წლისანი არიან, კარგი იქნება, თუ მისი შვილები მანქანის მართვას მცირე ასაკიდან მიეჩვევიან.
„ ჩემი ტყუპები აბარებდნენ გუშინ მართვის მოწმობის გამოცდას. იმის გამო, რომ 17 წლისანი არიან, ჩემი თანხმობა იყო საჭირო, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ. მე თანხმობა გავეცი და გუშინ გავყევი კიდეც მათ გამოცდაზე. სხვათაშორის გამოცდა ძალიან არაორგანიზებული იყო, ძალიან დიდხანს მოგვიხდა რიგში დგომაც. ერთი მათგანი პირველ გასვლაზე თეორიაში ჩაიჭრა, მეორე გასვლაზე თეორია ჩააბარა. დღეს კი პრაქტიკაში აქვს გამოცდა. მეორემ კი გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად მოემზადოს და ახალი წლის მერე ჩააბაროს. სახელმწიფო 16 წლიდან იძლევა მართვის მოწმობას მშობლის თანხმობით. კარგი იქნება, თუ მართვას 17 წლიდან მიეჩვევიან“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები