ვალენტინობის დღეს, პილოტებმა ცაში გული „დახატეს“

ბრიტანული ავიაკომპანიის, Virgin Atlantic-ის პილოტებმა, საწვრთნელი ფრენის ფარგლებში, 14 თებერვალს, ცაში უზარმაზარი გული „დახატეს“. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ჩვენ საწვრთნელი ფრენა გვქონდა, რომელიც 14 თებერვალს დაიგეგმა და როცა მივხვდით, რომ ეს ვალენტინობის დღე იყო, გადავწყვიტეთ, ცოტა გვემხიარულა“, – ამბობს „ბოინგის“ კაპიტანი.
ამ „სასიყვარულო“ ფრენის ისტორია, ასევე, ხელმისაწვდომია იმ სერვისზე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, თვითმფრინავების გადაადგილებას რეალურ დროში ვადევნოთ თვალ-ყური.

https://www.youtube.com/watch?v=fQaUXTcvIPw&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები