“ვალენტინობას” მომხდარი ტრაგედია-აჭარაში შეყვარებული წყვილი ხრამში გადავარდა (ფოტო)

“ვალენტინობის  დღესასწაულზე”  დაბა ჩაქვში, ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა. შემთხვევას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 19 წლის ნათია ურთმელიძე ემსხვერპლა. ავტომანქანა, რომელსაც გოგონას მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა, შემთხვევის შედეგად, დაზიანებები მიიღო, 19 წლის გოგონა კი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ ძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები