“დედის დღეს”, თბილისში, მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა ჩატარდება

 

მთაწმინდის რაიონული გამგეობა, “დედის დღესთან” დაკავშირებით, მთაწმინდის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლას გეგმავს. ამისათვის, გამგეობამ 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი დაინტერესდა – „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“, რომელიც მთაწმინდის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობს. ღონისძიების გამართვამდე, მთაწმინდის რაიონში მცხოვრები 15 ქალი საკვალიფიკაციო ვარჯიშებს გაივლის.

კომენტარები

სხვა სიახლეები