ვალენტინობამდე ცოტა ხნით ადრე, გულის ფორმის 300 მილიონი წლის ალმასი იპოვეს

ბუნებამ, ვალენტინობამდე ცოტა ხნით ადრე, იაკუტელებს სიმბოლური საჩუქარი გაუკეთა. დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, იაკუტიაში, 23 იანვარს, გულის ფორმის 65,7 კარატიანი ​ალმასი იპოვეს. ვებგვერდ “ალროსას” ინფორმაციით, ეს ალმასი მაღალი ხარისხისაა და მისი ასაკი, დაახლოებით, 300 მილიონ წელს ითვლის. როგორც ცნობილია, ალმასთა უმრავლესობას, ძირითადად, ფორმა არ გააჩნია. ხოლო გულის ფორმის ალმასის აღმოჩენა, მით უმეტეს – ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალიან სიმბოლურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები