ეძებეთ თქვენი ადამიანები

ეძებეთ თქვენი ადამიანები. ეძებეთ ძლიერი და ბედნიერი ადამიანები. ისინი ვარსკვლავებს ჰგვანან: სანამ თავს არ ასწევ, მათ ვერ დაინახავ. და როცა დაინახავ, მიხვდები, რამდენნი არიან, რომ ისინი ბევრნი არიან. ეძებეთ თქვენი ადამიანები. მათაც ეშინიათ, მათაც სტკივათ. მათაც აქვთ რთული დღეები, ისინიც უშვებენ შეცდომებს, ისინიც კარგავენ წონასწორობას. მათ აქვთ რაღაც კარგი, მაგრამ აქვთ ასევე, რაღაც ცუდიც. ისინი არ ეჭვიანობენ და არ სწუხან. ისინი მადლიერები ხვდებიან ცხოვრებისეულ სურპრიზებს და უყვართ საკუთარი თავი, რადგან მათ იღბალი უღიმით. ეძებეთ ნამდვილები და სანდოები, ეძებეთ სუფთა ადამიანები. ისინი არ მალავენ აღშფოთებას, არ იკავებენ ცრემლებს და არ არიან მლიქვნელები. ისინი ყალბად არ იღიმებიან.

ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და ეს ხან საწყენია, ხან კი გულს ახარებს.

მაგრამ ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ გავნონ, არამედ იმიტომ, რომ უყვარხართ.

ეძებეთ ადამიანები, რომლებიც არ მალავენ საკუთარ სიხარულს.

ეძებეთ თქვენი ადამიანები. ეძებეთ ადამიანები, რომელთა სიყვარულს სამუდამოდ, დაუსრულებლად შეძლებთ.

ეძებეთ ადამიანები, რომლებიც დგანან და უცდიან თქვენს სიყვარულს.

ეძებეთ თქვენი ადამიანები.

ამისთვის საკმარისია, თავი მაღლა ასწიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები