ეშტონ კაჩერი „ალი და ნინოს“ სიყვარულით დაინტერესდა – რას წერს ჰოლივუდის მსახიობი „ფეისბუქში“  (ფოტოკოლაჟი)

ჰოლივუდის მსახიობი ეშტონ კაჩერი სოციალურ ქსელში სტატიას აქვეყნებს, რომელიც „ალი და ნინოს“ ქანდაკებასა და მათ სიყვარულს ეხება.

Untitled

„ის მართლაც ბრუნავს,“ – წერს კაჩერი პოსტის სათაურში. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის ცნობილია ბევრი წყვილის სიყვარულის ისტორია, მაგალითისთვის – ადამი და ევა, რომეო და ჯულიეტა, ჯონ ლენონი და იოკო ონო. თუმცა, „ალი და ნონოს“ სასიყვარული ამბავი, მათგან განსხვავებული და წინააღმდეგობებით აღსავსეა. ავტორი წერს, რომ მუსულმანი ბიჭისა და ქართველი გოგონას სიყვარულის ისტორია საქართველოში უნიკალური, მოძრავი სკულპტურის სახით გაცოცხლდა, რომლის შემქმნელიც ცნობილი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.

მსახიობის პოსტს უკვე გამოეხმაურნენ მისი მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც წერენ, რომ სკულპტურა საქართველოშია აღმართული და ეშტონ კაჩერს ურჩვენ, რომ ის აუცილებლად პირადად ნახოს.

„ალი და ნინოს“ ჰოლივუდის რომანტიკული მელოდრამის მსგავსი ამბავი, რაღაცით ეშტონ კაჩერის სიყვარულის ისტორიას წააგავს. თუმცა მათი „ჰეფი ენდები“ ერთმანეთისგან განსხვავებულია. ალი და ნინოსთან შედარებით, ეშტონის და დემი მურის სიყვარული ნაადრევად დასრულდა.

„ალი და ნინოს“ ქანდაკება რამდენიმე თვის წინ მისი გადატანის დროს დაზიანდა. სკულპტურის დემონტაჟის დროს, ნინოს ქანდაკება ამწიდან ჩამოუვარდათ, რამაც ის დააზიანა. მოგვიანებით „ალი და ნინოს“ სკულპტურა ბათუმის ბულვარში, ეშმაკის ბორბალთან აღმართეს.

e85572d9-a7dd-49fc-9e6b-a5624dee6907.format_jpeg.inline_yes

კომენტარები

სხვა სიახლეები