11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. შეეხმიანეთ გავლენიან ადამიანებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

კურო
მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. კარგი დღეა, ოჯახის წევრებთან ერთად, პიკნიკის მოსაწყობად. ზოგიერთი ახალ ოთხფეხა მეგობარს გაიჩენს.

ტყუპი
დღევანდელი დღე დასვენებას, მხიარულებას უნდა დაუთმოთ. საღამოს შეხვდით საყვარელ ადამიანს, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა.

კირჩხიბი
დილით არ იზარმაცოთ, ივარჯიშეთ. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გელით. საღამოს ბავშვებთან ერთად სკვერში გაისეირნეთ. დროის მხიარულად გატარება გელით.

ლომი
მეგობრებთან ერთად ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ, ან ექსკურსიაზე გაემგზავრეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის ან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას. თავს უფლება მიეცით დააგემოვნოთ გემრიელი კერძი, დესერტი. საღამოს ნათესავებთან სტუმრობა მხიარულად ჩაივლის.

სასწორი
დილა საოჯახი საქმეებს დაუთმეთ, შუადღე შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მორიელი
მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ; ერთად მოამზადეთ სადილი, ერთად გაემგზავრეთ საყიდლებზე. საღამოს შეიძლება მეგობრების ან ნათესავების გამასპინძლებამ მოგიწიოთ.

მშვილდოსანი
მოაწესრიგეთ საბუთები, საოჯახო ნივთები; გათავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან. საღამოს გასართობად მეგობრებს ეწვიეთ.

თხის რქა
დღეს მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. იყავით ხალისიანი და ბუნებრივი. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს, საინტერესო ამბები გელოდებათ.

მერწყული
დაუთმეთ დრო შემოქმედებას, შესაძლოა, ახალ საქმიანობაში გამოსცადოთ საკუთარი თავი. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მზრუნველობა და ყურადღება არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს.

თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახალგაცნობილებთან და გაიჩინეთ ახალი თანამოაზრეები, მეგობრები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სიტუაცია სახლში ჰარმონიული გახდება.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები