“ექიმებს ვერ იტანს” – რას ჰყვება პაციენტის ახლობლის მიერ ნაცემი ექიმი

პრეტენზია ჰქონია იმაზე, როგორც შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ჰყოლია ავადმყოფი, რომელიც სადღაც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს, – ამის შესახებ პაციენტის ახლობლის მიერ ნაცემმა ექიმმა, ნეიროქირურგმა, გიორგი მაღალაშვილმა განაცხადა.

“ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, არსებობს რაღაც საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქეთაც შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ჰქონია იმაზე, თურმე, როგორც შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ჰყოლია ავადმყოფი, რომელიც სადღაც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია, კარგად შესრულდა-მეთქი ამის შესახებ მანამდე იყვნენ ჩემთან შემოსულები და ვუთხარი იმედია ყველაფერი კარგად იქნება-თქო. “რას ჰქვია იმედი გაქვსო? გარანტიებიო?” რომ გავიდა უკვე კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა მაშინ, უკვე მეც ავდექი და ამას უკვე მოჰყვა ხელჩართული ომი. ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა სამედიცინო დაწესებულებაში ასეთი რაღაც მოხდა და არც ქალაქის ჯანდაცვის, არც სამინისტრო მხრიდან საერთოდ კითხვაც არ ყოფილა რა მოხდა”, – განაცხადა დაზარალებულმა ექიმმა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, აღნიშნულზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები