ეს 6 პროდუქტი აკნეს დაგავიწყდებთ

1. ჩაის ხის ზეთი.
ჩაის ხის ზეთს მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი უძლიერესი ანტისეპტიკია, რადგან ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. გამოიყენეთ ზეთი წერტილოვნად გამონაყარზე.
2. ალოე ვერა.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მცენარეს სადეზინფექციო ფუნქცია აქვს. იგი არის ანტიბიოტიკური, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტისოკოვანი და ანტივირუსული საშუალებაა. ალოე ვერა არის საუკეთესო საშუალება ანთებებისა და გაღიზიანებების სამკურნალოდ. განსაკუთრებით კი, სასარგებლოა მისი მოხმარება აკნესკენ მიდრეკილი და ზეთიანი კანისათვის. აცხრობს კანის ანთებებს.
3. თაფლი.
თაფლი უნიკალური პროდუქტია. მას გააჩნია ანტისეპტიკური ეფექტი. თაფლი ამშვიდებს კანს და ებრძვის აკნესგან  წარმომქმნელ ინფექციებს. ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ნიღაბში.
4. ასპირინი.
ასპირინის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცავს სალიცილის მჟავას. დაფშვნილი ასპირინის აბები  დაასველეთ ცოტაოდენი წყლით. პრობლემურ ადგილებზე წაისვით და გაიჩერეთ რამდენიმე წუთს. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. სიწითლე თანდათან გაქრება და გამონაყარიც შემცირდება.
5. ყინული.
ყინულის სახეზე გამოყენება ახალი არაა. ბევრისთვის ცნობილია, რომ ყინულის მასაჟის სახით სახეზე გამოყენება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ასევე, საუკეთესოა ნაოჭების საწინააღმდეგოდ. თუმცა, ასევე სასარგებლოა აკნეს დროს. ჩვეულებრივი წყლის ყინულის კუბებით დაიზილეთ გამონაყარი რამდენიმე წუთის მანძილზე. ასევე, შეგიძლიათ, სხვადასხვა მცენარისგან დაამზადოთ ყინული და ის გამოიყენოთ. (მაგ. პიტნა, ცაცხვი, გვირილა)
6. მწვანე ჩაი.
მწვანე ჩაი სასარგებლოა  არა მხოლოდ დასალევად, არამედ მისი ნაყენის სახეზე გამოსაყენებლადაც. ის მინიმუმამდე ამცირებს აკნეს, აუმჯობესებს კანის ფერს, იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამიტომაც, ის გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ინფექციის საწინააღმდეგო თვისებებით.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები