ეს საინტერესოა – მარილკვერი!

აი, დადგა ამ მონატრებული დღესასწაულის დღე – 15 თებერვალი, როცა გოგოები და ბიჭები მარხულობენ, მიდიან ეკლესიაში, ლოცულობენ წმინდა სარქისის ხატთან, შემდეგ – მარილკვერებს მიირთმევენ იმ იმედით, რომ სიზმარში საქმრო/საცოლე დიდი ჭიქით მოვიდეს, რომელიც სავსეა წყლით და შემოგთავაზოს. გასათხოვარი ქალები წუმს ინახავენ 11-16 თებერვლამდე; ყიდულობენ და სჭამენ მარილსკვერს, რომ სიზმარში საბედო ნახონ. არის გათავთავება საგნისა. თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, მაშინ არ ვარგა – ქალი სიღარიბეში ეყოლება; ხოლო, თუ ვერცხლის ბადიაა – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. მაგალითად, ახალგაზრდა გასათხოვარი ქალი, ან ვაჟი (დასანიშნი), ვითომდა, შეიტყობს, ვისზედ დაინიშნება. ამ შემთხვევაში, ასე იქცევიან: მთელი კვირის მანძილზე, უნდა იმარხულოს გასათხოვარმა ქალმა, ან ვაჟმა. პარასკევს, 15 თებერვალს, საღამოს, დაწოლის წინ, სჭამს მარილსკვერს. ეს დღესასწაული მიმდინარეობს 11-დან 16-ის ჩათვლით. მაგრამ ბედზე მკითხაობა და სიზმრების ნახვა შესაძლებელია ერთი კვირით ადრე და ერთი კვირის შემდეგ, ესე იგი – 4 თებერვლიდან 17 თებერვლამდე.

კომენტარები

სხვა სიახლეები