„ეს პროცესი იყო ერთი დიდი მარაზმი” – მარიამ საჯაია მაგდა პაპიძის უვადო პატიმრობას ეხმაურება

მარიამ საჯაია მაგდა პაპიძის უვადო პატიმრებას ეხმაურება და იხსენებს 2013 წლის ივნისში მომხდარ მკვლელობას, როდესაც სოფელ დიღომში მამაკაცმა ცოლი და ერთადერთი, 5 წლის შვილი პირის საჭრელი დანით მოკლა. მის წინააღმდეგ საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „ეს ძველი ამბავია. ვინმეს ახსოვს? დიდი ალბათობით, არა. მეორე მხრივ, პაპიძის საქმე ხომ ყველამ იცის? ცხადია. ამ კაცის დანაშაულის ჩადენის მოტივი ვინმემ იკითხა? ვინმემ გაარჩია, მას ქორწინების გარე ურთიერთობები ხომ არ ჰქონდა? არა. მეორე მხრივ, პაპიძის ცხოვრება ხომ ყველამ განიხილა? განაჩენის გამოტანამდე და მისჯამდე ხომ გაასამართლეს უკვე ლინჩის წესით? კი. ოფიციალურად უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. არ ვიცი, პაპიძემ შეიძლება მართლა მოკლა ქმარ-შვილი, მაგრამ აქ სხვა რამეზე მივუთითებ – მიდგომაზე, რომ მთელი ეს პროცესი იყო ერთი დიდი მარაზმი“, – განაცხადა მარიამ საჯაიამ.

წყარო: droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები