“ეს მე მეხმარება და ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს“ – ნინი ბადურაშვილის რჩევა მეგობრებს

ადამიანი, რომელიც თავის თავით მუდამ კმაყოფილია, ვერასდროს გაიზრდება, განვითარდება – ამის შესახებ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და მეგობრებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს.

„ადამიანი, რომელიც თავის თავით მუდამ კმაყოფილია, ის ვერასდროს ვერ გაიზრდება, განვითარდება! ადრე, როდესაც კრიტიკულ კომენტარს ვკითხულობდი საკუთარ თავზე, ვბრაზდებოდი, ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, მაგრამ ეს იყო ადრე… ახლა კი პირიქით, ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, რამ მაქვს გამოსასწორებელი და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მეხმარება წინსვლაში და განვითარებაში! მეგობრებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მგულშემატკივრობთ. მადლობა მათაც, ვინც კრიტიკულად მაფასებს! დამიჯერეთ, ეს მე მეხმარება და ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს… მართლაც ძალიან საინტერესოა ცხოვრება და მით უფრო საინტერესო ხდება, რაც დრო გადის და წლები გვემატება! გამოიყენეთ ყოველი წუთი და წამი, რათა რაც შეიძლება მეტი მოასწროთ და მეტად საინტერესო გახადოთ თქვენი ცხოვრება! ღამე მშვიდობის“, -წერს ნინი ბადურაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები