ესთეტიკური მედიცინის გამოფენაზე „ერგოლაინი საქართველო” სტუმრებს სიურპრიზებს სთავაზობს

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“, მე-11 პავილიონში, 26-28 ოქტომბერს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, სადაც მონაწილეობას, ყველასთვის ცნობილი ბრენდი „ერგოლაინი საქართველო“ მიიღებს.
კომპანია გამოფენაზეც გეგმავს ერთგული მომხმარებლის სიურპრიზებით განებივრებას და სტუმარს, ამჯერად, “ერგოლაინის” სტენდთან გადაღებული ფოტოს სანაცვლოდ, სოლარიუმის 13 -ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოებს, რომლის გამოყენებაც ერგოლაინის ორივე ფილიალში (აბაშიძის #22, პეკინის #2 )იქნება შესაძლებელი.
მსოფლიო ბაზარზე ერთ ერთი წამყვანი გერმანული ბრენდი „ERGOLAINI” -ის, ერთადერთი წარმომადგენელი „ერგოლაინი საქართველო“, მკაცრად აკონტროლებს ხარისხს და შესაბამის მომსახურებას. კომპანია, უკვე 9 წელია რაც არსებობს ქართულ ბაზარზე და რუჯის მოყვარულებს, ხშირად ანებივრებს სხვადასხვა სიახლეებითა და აქციებით. ერთგული მომხმარებლისთვის საყვარელი ადგილი, აბაშიძის #22 ის გარდა, სულ რამდენიმე თვის წინ საბურთალოზე, პეკინის #2 ნომერი გახდა. „ერგოლაინ საქართველო” უკვე 2 ფილიალით ემსახურება და ზრუნავს ქართველი მომხმარებლის ვიზუალზე.
26-28 ოქტომბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, შპს “ერგოლაინი საქართველოს“ მიერ შემდეგი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი:
1.სოლარიუმების და სოლარიუმებთან დაკავშირებული პროდუქციის იმპორტი.
2.ხელოვნური რუჯის (სპრეი რუჯის) „სან ეფ იქსი“ -ს ბრენდის დანადგარების და დაფერვის სითხეების იმპორტი.
3.წყლის ჰიდრომასაჟორების (ველსისტემის ბრენდის ) იმპორტი.
4.ფოტო რადიოტალღური ეპილაციის (კოსმედიკოს ბრენდი) იმპორტი.
5.სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათურების იმპორტი.
6.კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი.
ესთეტიკური მედიცინის საეთაშორისო გამოფენა „Tbilisi Beauty 2017”, 26 ოქტომბერს, დილის 11.00 სთ ზე გაიხსნება “ექსპოჯორჯიას“ მე -11 პავილიონში და ის 28 ოქტომბრამდე გასტანს.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები