ეკლესია, რომელიც საცხოვრებელ სახლად გამოდგება იყიდება

ვიქტორიანული ეკლესია, რომელიც შოტლანდიაში ქალაქ კუპერში მდებარეობს იყიდება. ეკლესია მისი სიძველით და დიზაინით არის ცნობილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკლესიის მყიდველს იქ ცხოვრებაც შეეძლება, რადგან შიგნით არის ერთი ძირითადი საძინებელი, ოთხი ორადგილიანი საძინებელი, ორი ოთახი სხვენში და სარდაფში. პირველ სართულზე ასევე განთავსებულია სამზარეულო საერთო ოთახი და კაბინეტი ბუხარით. ეკლესიას აქვს 0.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საქმიანი, ასევე პირადი სარგებლობისათვის. ქვის სვეტები, თაღები, ლამაზი ფანჯრები და ვიტრაჟები არავის დატოვებს გულგრილს. ეკლესიის ფასი კი 850 ათასი დოლარია.

კომენტარები

სხვა სიახლეები