ეკა ბესელია მაია ასათიანს მიმართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფეისბუქის პირად გვერდზე მაია ასათიანს მიმართავს:
“ვერ მოვითმინე, რომ არ გამოვხატო საჯაროდ, რაც გავიფიქრე… მოვისმინე მაია ასათიანის გადაცემის ბოლო სიტყვები ,,… როცა ტალახის გუნდები დაიძვრება, იყავი ის, ერთი, ვინც მსხვერპლის მხარეს დადგება… დუმილი დანაშაულია…“
მაია იმ ტელევიზიის ეთერით გვეუბნები ამას, რომლის უსამართლო ქმედებამ ბევრი ქალი (და არა მარტო) მსხვერპლად აქცია და ეს არ სრულდება… გრძელდება…. დღეს, რასაც მაყურებელს ეუბნებოდი, რასაც თავად გმობდი, რატომ აკეთებთ ამის საპირისპიროს??? მე ახლა ვგულისხმობ და ვგულშემატკივრობ ბევრ იმ ადამიანს, ვისაც ამ ტელევიზიის თავდასხმებით უდიდესი ტრავმა მიადგა… ,,ტალახის გუნდა“ არ მოაკლდა და სული ატკინა… შესაძლოა, თავიც ვერ დაიცვა… იქნებ ამაზე თქვენს ზოგიერთ კოლეგას მეტი ეფიქრა და საკუთარი ქმედება კრიტიკულად შეეფასებინა?
ძალიან გულწრფელად ნაფიქრი საჯაროდ გითხარი…”- წერს ეკა ბესელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები