22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოსალოდნელია გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა. რომანტიკულ განწყობაზე ხართ. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. მოსალოდნელია მოგზაურობის დაწყება მასთან ერთად.

კურო
საკმაოდ წარმატებული დღე გელით. ჩანაფიქრების რეალიზებას შეძლებთ. ჩაერთეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კოლეგები და ოჯახის წევრები სასურველის მიღწევაში დაგეხმარებიან.

ტყუპი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კარგი დღეა ახალი ინვესტიციებისა და პარტნიორების მოსაძებნად; საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

კირჩხიბი
მეტად გამოვლინეთ ინიციატივა, თუ კარიერული წინსვლა გსურთ. უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ლომი
წარმატებული დღე ელით ბიზნესმენებს. ზოგიერთი სარგებელს მიიღებს ახალი ბიზნესპროექტიდან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა ნათესავებთან შესახვედრად.

ქალწული
ახალი იდეები განიხილეთ, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით; შეყვარებულებს საყვარელ ადამიანთან დროის გატარება სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.

სასწორი
მშვიდი დღე გელით. დასვენების საშუალება მოგეცემათ. ოჯახის წევრების მიმართ იყავით მზრუნველი და მომთმენი. დღეს სასიამოვნო ამბებს მიიღებთ.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ბიზნესპარტნიორებთან. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. პირადი ცხოვრება სასიამოვნო მოულოდნელობებით იქნება აღსავსე.

მშვილდოსანი
არაფერი დაგეგმოთ, რადგან მოულოდნელობის გამო შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ თქვენთვის სასიკეთოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ საბუთების გაფორმებისას.

თხის რქა
ყველა საქმეს წარმატებულად გაართმევთ თავს და სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და დაუმეგობრდებით. ახალ პროექტებში შემოგთავაზებენ მონაწილების მიღებას.

მერწყული
ახლობლებს დაეხმარეთ ფინანსური საკითხების მოგვარებაში. ან შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მეგობრების დახმარებით შეძლოთ. კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად.

თევზები
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, მივლინებისა და საბუთების გასაფორმებლად. წარსულში შესრულებული სამუშაოს შედეგს დღეს მიიღებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები