ეკატერინე ფარულავა: „ავიცრათ ერთმანეთისთვის – მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით შევძლებთ პანდემიის გამკლავებას“

„ავიცრათ დროულად და ვიზრუნოთ წარმატებული მომავლის შენებაზე“!,- ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში ეკატერინე ფარულავა წერს.
ფარულავა ბოსტნეულის ცუკატების პირველი ქალი მეწარმეა აფხაზეთიდან, რომელმაც 30 -წლიანი სამედიცინო საქმიანობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეეძლო რაღაც ახლის დაწყება და დღეს საკუთარ ბიზნესსაქმიანობას წარმატებით უძღვება. მეწარმე პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რთული ვითარების დაძლევა მხოლოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და აცრით არის შესაძლებელი.

„ვაქცინაცია მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომ მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების, გარშემომყოფების სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ. ჩემი შეხედულებით, პირბადე უნდა ვატაროთ ყველამ, გავითვალისწინოთ რეგულაციები და რაც შეიძლება მალე ავიცრათ. არ არსებობს სფერო, რომელსაც პანდემია არ შეეხო და ზიანი არ მიაყენა, მათ შორის – მეწარმეებს. ამიტომ საჭიროა აცრა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდეს. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით შევძლებთ პანდემიის გამკლავებას. ავიცრათ დროულად და ვიზრუნოთ წარმატებული მომავლის შენებაზე. #ავიცრათერთმანეთისთვის
#აფხაზეთისმთავრობა’’. – წერს ეკატერინე ფარულავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები