გოგიტა არქანია: ავიცრათ ერთმანეთისთვის, გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ პანდემია

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, გოგიტა არქანია საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.
როგორც სპორტსმენი ამბობს, პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

“პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ავიცრათ. მილიონობით ადამიანმა უსაფრთხოდ გაიარა ვაქცინაცია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, რაც ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მდგომარეობასთან დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ავიცრათ ერთმანეთისთვის, გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ პანდემია”,- ამბობს სპორტსმენი.

კომენტარები

სხვა სიახლეები