“ევროვიზია 2016-ის” ქართველ მონაწილეებთან რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობს

“ევროვიზია 2016-ის” ქართველ მონაწილეებთან, საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზე, რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობს. შვედ რეჟისორთან პირველი რეპეტიცია ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა დღეს გაიარეს.
საშა-ჟან ბაპტისტი საქართველოსთან უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. ცნობილი ქორეოგრაფის დადგმულ ნომერს მაყურებელი პირველად 12 მაისს, სტოკჰოლმში ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში იხილავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები