დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა

21 იანვარს მთელ მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ჩახუტების დღის აღნიშვნას საფუძველი 1986 წელს, ამერიკაში ჩაეყარა. ამის შემდეგ მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება;
დღესასწაულის შინაარსი მეგობრული ჩახუტებაა – მნიშნელობა არ აქვს შემხვედრი ნაცნობია თუ უცნობი, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩახუტება ინტიმური ქვეტექსტების გარეშე მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი დიდ მატერიალურ დანახარჯს არ მოითხოვს.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ შვილებს ხშირად ჩაეხუტონ, რადგან ეს პროცესი ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს.
რაც შეეხება შეყვარებულებს, მათ შემთხვევაში 8-ჯერ ჩახუტებაა რეკომენდირებული.
როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ჩახუტება ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

კომენტარები

სხვა სიახლეები