დღეს ქალთა დღეა – 8 მარტის ისტორია

ქალთა საერთაშორისო დღის,   8 მარტის დაარსების შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს. ერთი მათგანიბ1857 წლის 8 მარტს ნიუ იორკის საფეიქრო მრეწველობის მუშა ქალების გაფიცვას უკავშირდება, მეორე – კოპენჰაგენში 1910 წელს გამართულ ქალთა კონფერენციასა და გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის სახელს.

დღემდე საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულია აზრი იმის შესახებ, რომ 8 მარტი კომუნისტური დღესასწაულია.
ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის
აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა – სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო მასობრივი პროტესტები გამოიწვია. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა. მათი პროტესტის მიზეზი მცირე ხელფასი და
გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.
ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 1908 წელს  ნიუ იორკის ქუჩებში 15 000 ქალბატონი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით.
1910 წელს სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.
ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერო-მ 1975 წელს აღიარა.

საქართველოში 8 მარტი  უქმე დღეა. ჩვენთან ქალთა დღე ყვავილებსა და სხვა საჩუქრებთან ასოცირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები