დღეს მაიკლ ჯექსონის დაბადების დღეა

დღეს ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი 58 წლის გახდებოდა. „პოპის მეფე“ 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში დაიბადა. მისი ოჯახი თავიდანვე გახდა ცნობილი, როცა ჯგუფი „Jackson 5“ ჩამოაყალიბეს. მაიკლი ყველასგან თავის საოცარი პლასტიკითა და ხმით გამოირჩეოდა.
გავიდა დრო და ჯგუფმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, უშვებდნენ ალბომებს, აწყობდნენ შოუებს.
მისი სოლო კარიერა 1979 წლიდან დაიწყო. პირველი ალბომი 20 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. 1982 წელს ფილმ „Thriller“-ისთვის დაწერილმა სიმღერამ კი საფუძველი ჩაუყარა დიდებისკენ მიმავალ მის გზას. „Thriller“-ი დაერქვა მის მომდევნო ალბომსაც, რომელშიც შესულმა სიმღერებმა – „Beat It”, „Billie Jean” მომღერალს უდიდესი აღიარება მოუტანა, ხოლო თვითონ ალბომი 29 მილიონმა ადამიანმა შეიძინა.
ამას მოჰყვა ალბომები: „Bad”, „Dangerous”, „HIStory”, „Blood On The Dance Floor”, „Invincible”.
2009 წლის აპრილში მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში, მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდას გული გაუჩერდა. როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა ჰქონდა შეწყვეტილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები