დღეს ალფრედ ნობელის დაბადების დღე აღინიშნება

21 ოქტომბერს, ცნობილი ქიმიკოსის და ინჟინერ-გამომგონებლის ალფრედ ნობელის დაბადების დღეა.  ალფრედ ნობელი-მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის, ოლოს რადბეკის (1603-1708) შთამომავალი, იმანუელ ნობელის (1801-1872) მესამე ვაჟი, დაიბადა 1833 წლის 21 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში.  მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის ავტორმა და 355 პატენტის მფლობელმა სახელი გაითქვა, როგორც დინამიტის გამომგონებელმა. ერთმა სერიოზულმა უზუსტობამ კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდა ცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ. ნეკროლოგში მას დინამიტის გამოგონებისთვის კიცხავდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა გადაწყვიტა, შთამომავლობისთვის სხვაგვარად დაემახსოვრებინა თავი და 1895 წლის 27 ნოემბერს, პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში ხელი მოაწერა ანდერძს, რომელიც ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისთვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა. მეცნიერი გარდაიცვალა 1896 წლის 10 დეკემბერს იტალიის ქალაქ სან-რემოში. ნობელის ფონდი 1900 წელს შეიქმნა. მისი საწყისი კაპიტალი 31 მილიონ შვედურ კრონს შეადგენდა. გამარჯვებულები პირველად 1901 წლის 10 დეკემბერს დაჯილდოვდნენ. მისი ანდერძის თანახმად, პრემია გადაეცათ ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგია-მედიცინის და კულტურის სფეროს ღირსეულ წარმომადგენლებს, ასევე – მსოფლიოში მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 1969 წლიდან კი ნობელის პრემია ეკონომიკაშიც დაწესდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები