დონალდ ტრამპი საკუთარი ვარცხნილობით თავს იწონებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას თანატოლებთან შედარებით შესაშური ვარცხნილობა აქვს.
ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამოსვლის დროს განაცხადა, წერს The Hill.

ტრამპმა დაიჩივლა, რომ ძალიან პატარა ტერიტორიაზე უწევს ხოლმე გამოსვლა, რადგან ლოკაციები ყველა მის მომხრეს ვერ იტევს.

მისი თქმით, ბევრად კომფორტულ ადგილზეც გამოვიდოდა სიტყვით, წვიმაშიც კი დადგებოდა.
„ეს ჩემი თმაა. შეიძლება ისინი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემს თანატოლელ მეგობრებს აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ივნისში ტრამპმა ბრიტანეთში ვიზიტამდე ვარცხნილობა შეიცვალა. ჟურნალისტების წინაშე ის გადაწეული თმით გამოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები