“დიტოს სულის სიმშვიდისთვის… ჩვენ ისევე ისე დავეხმარებით ადამიანებს”

კომპანია, “ბრინტო” რომელიც გარდაცვლილ  დიტო ტატიშვილის მფლობელობაში იყო  ფეიბუქის  ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას დიმიტრი ტატიშვილის მიერ დაწყებული საქმეების გაგრძელებას ჰპირდება.
ბიზნესმენი დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, 25 სექტემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი ,ყველაზე დიდი
ტკივილი
დიმიტრი ტატიშვილი , რომელიც თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო მისი კეთილი საქმეებით .. არის ის ადამიანი რომელმაც დატოვა თავისი სახელი …
“ბრინტო“ – დიმიტრი ტატიშვილის გარეშე აგრძელებს მუშაობას. თუმცა ყველა საქმე რაც ჩვენს უკეთილშობილეს ადამიანს ჰქონდა გეგმაში უპირობოდ შესრულდება.
ჩვენ გვინდა გახსოვდეთ ადამიანი,რომელსაც უკიდეგონო სიყვარული შეეძლო თითოეული ადამიანისთვის და ეს ყველაფერი დაგვიტოვა ჩვენ ერთმანეთის სანუგეშოდ
დიტოს სულის სიმშვიდისთვის …
ჩვენ ისევე ისე დავეხმარებით ადამიანებს , ისევ ბევრ სიხარულს ვაჩუქებთ მათ.
უფალს ებარებოდე ჩვენო კეთილო სულის ადამიანო .შენ ყოველთვის ჩვენთან იქნები”.

კომენტარები

სხვა სიახლეები