“დიდ ომში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ” – პატარა ემილი გამოჯანმრთელდა

ერთწლიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ემილიმ ლეიკემიის დაავადება დაამარცხა. ამის შესახებ ემილის გულშემატკივრების ჯგუფში პოსტი გამოქვეყნდა:
“ჩვენო გულშემატკივრებო, მინდა, გაგახაროთ ემილის კარგი ამბებით.
დიდ ომში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ.
მადლობა ღმერთს, დავასრულეთ ქიმიის 9 კურსი, თითქმის 1-წლიანი ტანჯვა და წამება……..
ძვლის ტვინი აბსოლუტურად სუფთააა.
ემილიმ თითქმის შეუძლებელი შეძლო, ლეიკემიის გარდა, ცალკე აღებული ურთულესი ვირუსი და დაავადება დაამარცხა, როგორის არის, სეფსისი, ბაქტერია კლეფსიელა, ციტომეგალო ვირუსი და ჰემოფაგოციტოზი. ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ….. ბევრჯერ უთქვამთ ექიმებს, რომ ემილი იმაზე ბევრად უკეთ გაუმკლავდა ბევრ სირთულეს, ვიდრე – ელოდნენ.
ვინც ახლა გადის ამ გზას, ყველას მინდა,გითხრათ, რომ შეუძლებელი არაფერია და ლეიკემია განაჩენი არ არის, ემილიმ შეძლო და თქვენც შეძლებთ.
მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ემილის გამოჯანმრთელებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეთ. მადლობა, რომ გულთან მიიტანეთ ჩვენი ტკივილი, მადლობა, რომ მარტო არ დაგვტოვეთ ამ განსაცდელთან, მადლობა, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ ემილის მდგომარეობა და კითხულობდით, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სოლიდარობის ფონდი / Solidarity Fund
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
პ.ს როგორც აღვნიშნე, ომში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ძვლის ტვინი ბლასტენისგან სოფთაა, ახლა საჭიროა ამ მდგომარეობის შენარჩუნება, ამისთვის კიდევ წინ გვაქვს 1-წლიანი მკურნალობა, ემილი აბების სახით მიიღებს ქიმიას და სპინალურად გაუკეთდება ნემსები. ჯერ დაახლოებით 1 თვე ან თვე-ნახევარი მოგვიწევს ისევ თურქეთში ყოფნა, წამლები მოქმედებს სისხლის ფორმულაზე. ამიტომ, საჭიროა ანალიზების სისტემატიური კონტროლი. შემდგომ შევძლებთ საქართველოში დაბრუნებასა და მკურნალობის გაგრძელებას.
ემილი თავს კარგად გრძნობს, დაუბრუნდა თავისი სახე, ხასიათი და განწყობა.”

კომენტარები

სხვა სიახლეები