დიდი შეხვედრა განშორების შემდეგ და უფროსი ძმის უცნაური მისალმება – მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის გარემოცვაში (ფოტო)

მონარქიისგან თავის დაღწევისა და სამეფო ოჯახის საპატიო ტიტულის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ, უკანასკნელ ოფიციალურ მიღებაზე დასწრება მოუწიათ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს, კამერებმა კი ჰარისა და მეგანის მიმართ უფროსი ძმისა და რძლის უცნაური მისალმებაც დააფიქსირეს.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონთან ერთად მივიდნენ ეკლესიაში, რომელსაც, ასევე, დედოფალი და პრინცი ჩარლზიც ესწრებოდნენ.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ამჯერად, დედოფლის გვერდით არ ისხდნენ. როგორც გასულ წლებში, მათთვის ადგილები მეორე რიგში იყო გამოყოფილი, პირველი რიგი კი უფროსმა შვილიშვილმა და მისმა მეუღლემ დაიკავეს.

მეგანმა და ჰარიმ უილიამსა და კეიტთან მხოლოდ სიტყვა „გამარჯობა“ გაცვალეს და მათი კონტაქტი ამით შემოიფარგლა. თუმცა ისტორიას არაერთი საინტერესო ფოტო დარჩა.

კომენტარები

სხვა სიახლეები