დიდი რაოდენობით გაურკვეველი წარმოშობის ხორცი ე.წ. თიანეთის ბაზარში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის და განთავსების ფაქტები გამოავლინეს.

უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები