დერბენტის მერმა 9 წლის ბიჭს, მეეზოვე დედის დახმარებისთვის, საჩუქრად ბინა გადასცა (ფოტოკოლაჟი)

დაღესტანში, ქალაქ დერბეტის მერმა, ხიპრი აბაკაროვმა 9 წლის ბიჭს, ამირ გაშიმოვს, ოროთახიანი ბინა საჩუქრად გადასცა. ქალაქის მერი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ წლების განმავლობაში ბიჭი მეეზოვე დედას მუშაობაში ეხმარებოდა.

ყოველ დილით, ბიჭი ადრე დგებოდა და დედასთან ერთად ქუჩების დასასუფთავებლად მიდიოდა. სკოლის მერე, გვიან ღამით, ის ისევ დედას ეხმარებოდა. ადგილობრივებმა დიდი ხანია იციან მისი შრომისმოყვარეობის შესახებ, მაგრამ ეს ამბავი ქალაქის მერის ყურამდე ახლახან მივიდა.

​აბაკაროვმა გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა და ბიჭის შრომა აენაზღაურებინა. მან 58 კვადრატული ფართობის ბინა გაშიმოვების ოჯახისთვის საკუთარი ხარჯებით შეიძინა. ამასთან, მერი ბიჭს დაპირდა, რომ სამსახურში დამხმარედ აიყვანდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები