დემნა გვასალია პაატა იმნაძის ხუმრობას გამოეხმაურა – საქართველოში წარმოებული პირბადეები და მოდის სამყარო

“შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას” – საქართველოში წარმოებული პირბადეების კრიტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ასე გამოეხმაურა. 

“შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას. ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომელიც იყო მსოფლიოში, მაგრამ ყველგან დეფიციტია. წვეთოვანი ინფექციებისგან ეს პირბადე ძალიან კარგად იცავს. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, იხმარონ N95 რესპირატორი მხოლოდ იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას (სადაც აეროზოლიზაციის რისკი მაღალია). დანარჩენ შემთხვევაში ეს პირბადე ექიმსაც კი შეუძლია, იხმაროს, არათუ მოსახლეობამ“, – აღნიშნა იმნაძემ.

სწორედ იმნაძის ამ ხუმრობას უპასუხა დემნა გვასალიამ Instagram–ზე – “ჩემი ქართველი მიმდევრებისთვის – ეს საქართველოში წარმოებული პირბადეა” – მიაწერა ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა პაატა იმნაძის ვიდეოს. 

შეგახსენებთ, რომ პირბადეების წარმოება საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, გუშინ კი ისინი სააფთიაქო ქსელებში შეიტანეს. ქართული წარმოების პირბადეებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას მოჰყვა იმნაძის ხუმრობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები