“დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა” – ქართველი ინფექციონისტის პოზიტიური პროგნოზი

ქართველი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის შესახებ მორიგ პროგნოზზს აკეთებს და ამბობს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში სავარაუდოდ კორონასტაბილიზაცია დაიწყება:

“ჩვენ ახლა ვუახლოვდებით პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემდეგ იწყება შემთხვევების კლება. ამას შეზღუდვების ეფექტიც დაემატება, რომელიც ორ კვირაში უნდა მივიღოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა. არიან PCR უარყოფითი ადამიანები, 20 %-ია თითქმის, ვისაც აქვს კოვიდი, მაგრამ არ არის ვირუსგამომყოფი ცხვირ-ხახაში, ამიტომ ეს ხალხიც სტატისტიკის მიღმა რჩება.” – ამბობს ბუწაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები