„დეილი ტელეგრაფმა“ თბილისი ევროპის მიმზიდველ ქალაქად დაასახელა (ფოტოკოლაჟი)

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა THE DAILY TELEGRAPH-მა თბილისი ევროპის ყველაზე საუცხოო და მიმზიდველ 21 ქალაქს შორის დაასახელა. საქართველოს დედაქალაქი პირველ ათეულში შევიდა და სიაში მე-8 ადგილი დაიკავა.

რეიტინგის პირველ ადგილზე იტალიის ქალაქი ბერგამო გავიდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტურისტებს აქ იტალიური ტბები და ლამბარდია ხიბლავთ, რომელიც მნახველებს გულგრილს ნამდვილად ვერ ტოვებს. მეორე ადგილს ესპანეთის ქალაქი ვიტორია-გასტეისი იკავებს, სადაც ქვეყნის სულისკვეთების სრული შეგრძნებაა შესაძლებელი. პირველ სამეულშია პორტუგალიის პროვინცია ალგარვეს ქალაქი ტავირაც.

სტატიაში აღწერილია თბილისის ისტორიულ-არქიტექტურულ-კულტურული ღირებულებებიც. ავტორი ამბობს, რომ ქალაქი ღირსშესანიშნავია თავისი უძველესი უბნებით, სადაც ტურისტებს და დამსვენებლებს ლამაზი, ტრადიციული აივნიანი სახლები ხიბლავთ. ქალაქი ძველი და ახალი ცივილიზაციების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. უძველესი ისტორიული შენობა-ნაგებობების გვერდით აქ ნახავთ თანამედროვე სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისში აშკარად მკაფიოდ იგრძნობა ევროპული ელემენტები.

„მომღერალი ქეთი მელუა თბილისის კიდევ ერთი გულშემატკივარია. ბოლო-ბოლო ეს ქალაქი მისი ბავშვობაა. „ეს მდიდარი ისტორიაა – ძველი ქალაქი, თავისი გრაგნილი ბილიკებით განსაკუთრებით საინტერესოა“,- ამბობს წარმოშობით ქართველი მომღერალი. აქ ბევრი ტურისტია ჩასული, რაც უცხოელთათვის უფრო მიმზიდველს და სანახავად საინტერესოს ხდის ქალაქს“,- წერს თბილისის შესახებ ბრიტანული გამოცემა.

წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე საუცხოო და მიმზიდველ 10 ქალაქს, რომლებიც გამოცემა „დეილი ტელეგრაფმა“ დაასახელა:

1. ბერგამო – იტალია

1

2. ვიტორია-გასტეისი – ესპანეთი

2 3. ტავირა – პორტუგალია

3

4. ოსიეკი – ხორვატია

4

5.  სკოპიე- მაკედონია

5

6. უმეო – შვედეთი

6

7. ტრევიზო – იტალია

7

8. თბილისი – საქართველო

8

9. ნანტი – საფრანგეთი

9

10. ბრეგენცი – ავსტრია

10

11. სიონი – შვეიცარია

11

12. სეგოვია- ესპანეთი

12

13. გუიმარაესი – პორტუგალია

13

14. ლუბეცკი – გერმანია

14

15. ვროცლავი – პოლონეთი

15

16. პლოვდივი – ბულგარეთი

16

17. ტრიესტი – იტალია

17

18. არშუსი – დანია

18

19. ბრაგა – პორტუგალია

19

20. ეგერი – უნგრეთი

20

21. მარიბორი – სლოვენია

21

კომენტარები

სხვა სიახლეები