დევნილებისა და მიგრანტების მძიმე ცხოვრება – ისტორიული და მძიმე ფოტოები

CNN–მა 100 ისტორიული ფოტო გამოავლინა. მათ შორის მრავალი თემატიკაა, ერთ–ერთი კი დევნილები და მიგრანტები გახლავთ. ფოტოებზე ის მძიმე ცხოვრება და გადაწყვეტილებებია, რომელთა მიღებაც ადამიანებს იძულებით უწევთ.

აფრიკელი მიგრანტები ჯიბუტიში, რომლებსაც ტელეფონები ცისკენ აქვთ მიპყრობილი იმის იმედად, რომ იქნებ კონტაქტი დაიჭირონ მეზობელი სომალიდან. ფოტო 2013 წელს არის გადაღებული. ჯიბუტი აფრიკელი მიგრანტებისთვის ჩვეულებრივი გაჩერებაა, ისინი ცდილობენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ამ გზით გადასვლას.

მიგრანტები ხტებიან წყალში რათა შეაგროვონ ვერტმფერნის მიერ ჩამოყრილი პროდუქტი. ფოტო გადაღებულია 2015 წელს.

თურქეთი, ბოდრუმი – სამართალდამცავი სირიელი დევნილი ბავშვის, ალან კურდის ცხედართან დგას, ცხედარი წყალმა 2015 წლის სექტემბერში გამორიყა. 2 წლის ბიჭი ერთ–ერთი იყო 12 დევნილიდან, რომლებიც იმ დღეს დაიხრჩვნენ საბერძნეთის ერთ–ერთ კუნძულამდე მიცურვის მცდელობაში.

2018 წელი – მესაზღვრეებმა მექსიკისა და აშშ–ის საზღვარზე ქალი დააკავეს, რომელსაც თან 2 წლის ქალიშვილი ახლდა. ფოტოზე ბავშვი ტირის მაშინ, როცა დედას ჩხრეკენ.

ემიგრანტი ბავშვები, რომლებიც ოჯახებს დააშორეს, ტეხასის შტატში დროებით თავშესაფარში კარვებს შორის დაიარებიან. ფოტო 2018 წელს არის გადაღებული.

ჯოზეფა, მიგრანტი კამერუნიდან, ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული გემი და მისი გადარჩენის ოპერაცია. ქალი მაშველებმა გადაარჩინეს. ფოტო 2018 წელს არის გადაღებული.

მიგრანტი მარია მეზა და მისი 5 წლის ტყუპი ქალიშვილი, საირა და ჩეილი, გაურბიან ცრემლსადენ გაზს, რომელიც აშშ–ის მესაზღვრეებმა გაუშვეს მექსიკის საზღვართან. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მიგრანტებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მათი ტყვედ აყვანა სცადეს.

სალვადორელი მიგრანტის ოსკარ ალბერტ მარტინესისა და მისი დაახლოებით ორი წლის ასაკის ქალიშვილის ენჯი ვალერის ცხედრები – მექსიკასთან ახლოს, რიო–გრანდეს ნაპირი, 2019 წლის ივნისი. ისინი ცდილობდნენ ტეხასის შტატისკენ მდინარე ბრაუნსვილი გადაეცურათ და დაიხრჩვნენ. შემზარავი ფოტო გახდა სიმბოლო მიგრანტების ურთულესი ცხოვრებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებამდე მიღწევას ცდილობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები